როგორ დავწვათ ცხიმი და გამოვკვეთოთ მუცლის პრესი

როგორ დავწვათ ცხიმი და გამოვკვეთოთ მუცლის პრესი პრესის გამოკვეთისთვის პირველ რიგში აუცილებელია ზედმეტი ცხიმის მოშორება. ცხიმის წვის პროცესში დიდ როლს კარდიო ვარჯიშები ასრულებს, მაგრამ დროთა განმავლობაში ორგანიზმი ეგუება ამ დატვირთვას და წყვეტს ცხიმის წვას. მეტაბოლიზმს და ცხიმის წვის პროცესს ვერცერთი კარდიო ვერ აჩქარებს ისე, როგორც ეს წონებით ვარჯიშისას ხდება. კუნთს არსებობისა და განვითარებისთის დამატებითი კალორიები სჭირდება, ამიტომაც საკვები(სწორი კვება), რომელსაც თქვენ მიირთმევთ პრობლემური ზონების ნაცვლად კუნთებისკენ გადაიგზავნება. რაც უფრო მეტია კუნთი მით უფრო მეტი კალორია იხარჯება მისი არსებობისთის, რაც ამცირებს ორგანიზმში ზედმეტი ცხიმის დაგროვების შესაძლებლობას. გადალახე მითები, გამოიყენე წონები კუნთის ზრდა ქალების უმრავლესობის წარმოდგენაში ტრაგედიას უტოლდება, თუმცა როდესაც ქალი იკვებება სწორად და იმატებს კუნთის მასას, მისი სხეულის ფორმები პოზიტიურ ცვლილებას განიცდის - კუნთები მკვრივდება და პრობლემურ ზონებში მცირდება ცხიმის რაოდენობა, შესაბამისდ მუცლის არესაც შორდება ზედმეტი ცხიმი და მის ადგილს პრესის "კუბიკები" იკავებს. ბოდიბილდინგისთვის ყველაზე კარგი გენეტიკის მქონე ქალბატონიც კი ვერ შეძლებს საგძნობლად კუნთოვანი მასის მომატებას სპეციალური ძვირადღირებული დანამატებისა და სტეროიდების გარეშე, ამიტომაც იმაზე ნერვიულობა, რომ წონებით ვარჯიშისას ქალის სხეული სინაზეს დაკარგავს და მამაკაცურად გარდაიქმნება უტოპიური და აზრს მოკლებულია. აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ შეუძლებელია ცხიმი მხოლოდ მუცელზე ან მხოლოდ საჯდომზე დაწვათ, ცხიმი შეგვიძლია მივიჩნიოთ ცალკე ორგანიზმად, რომელიც მთელს სხეულზეა მოდებული, ამიტომაც მხოლოდ პრესის ვარჯიშების შერსულებით თქვენ ვერ გამოდევნით ცხიმს მუცლის არედან. ის ფაქტი, რომ არ არსებობს ცხიმის ლოკალური წვა არ მიუთითებს იმას, რომ პრესის ვარჯიში ფუჭი დროის კარგვაა, რადგანაც პრესის ვარჯიშები აძლიერებენ სტაბილიზატორ კუნთებს და ცხიმის წვის პროცესის პარალელურად მათ გამოკვეთილ იერს აძლევენ.