რომელი ჰორმონი რა ზეგავლენას ახდენს თქვენს ორგანიზმზე და როგორ გავაუმჯობესოთ მათი მოქმედება

ზრდის ჰორმონი

ზრდის ჰორმონი - უმნიშვნელოვანესი ჰორმონია, რადგანაც სხეული მისი დახმარებით ახერხებს ვარჯიშებთან ადაპტირებას. ის ეხმარება ორგანიზმს ცილის სინთეზში და ზრდის კუნთის მასას , ასევე, ასტიმულირებს ძვლის ზრდას ბავშვებსა და ახალგაზრდებში. ამ ჰორმონის დონის გაზრდისთვის პირველ რიგში საჭიროა ძილის მოწესრიგება, რადგანაც ყველაზე დიდი რაოდენობით ეს ჰორმონი ძილისას გამოიყოფა.

ინსულინი

ინსულინი არის პეპტიდური ჰორმონი, რომელიც ხელს უწყობს კუნთოვანი მასისა და ძალის ზრდას, თუმცა ის ცხიმის რაოდენობასაც ზრდის ორგანიზმში. ვარჯიშის დროს იზრდება ინსულინის მგრძნობელობა, რაც იწვევს სისხლში გლუკოზის, ანუ შაქრის დონის შემცირებას.

კორტიზოლი(სტრესის ჰორმონი)

კორტიზოლი არის უმთავრესი წინაღობა კუნთის ზრდისთვის, ის გამოიყოფა მაშინ როდესაც ორგანიზმი დიდ სტრესს განიცდის. კორტიზოლის გამოყოფა იწვევს კუნთის მასის კლებას, მუდმივ შიმშილს, მეტაბოლიზმის შენელებას და ცხიმის ზრდას. კორტიზოლის შესამცირებლად შეეცადეთ მაქსიმალურად შეამციროთ სტრესული მომენტები.

ტესტოსტერონი.

ტესტოსტერონს არის ჰორმონი, რომელიც უმთავრეს როლს ასრულებს სხეულის და ხასიათის ფორმირებაში. მისი დაბალი დონე იწვევს სექსუალური ლტოლვის დაქვეითებას, ძალისა და კუნთოვანი მასის შემცირებას, დაღლილობას, გაღიზიანებას, დეპრესიას. ამ ჰორმონის დონის აწევაში დაგეხმარებათ სიმძიმეებით ვარჯიში, ასევე, უნდა გამორიცხოთ მავნე ჩვევები: მოწევა და ალკოჰოლის მიღება.

 გამოიყენე ცოდნა სხეულის გასაძლიერებლად.