სამომხმარებლო წესები და პირობები
- ფიტნეს ცენტრის წევრი ვალდებულია ვიზიტისას თან იქონიოს დამშვები ბარათი/სამაჯური/სტიკერი (რომელიც საჭიროა ცენტრში შესასვლელად და გამოსასვლელად)
- ფიტნეს ცენტრის წევრი ვიზიტისას აუცილებლად დააფიქსიროს მოსვლა და წასვლა
- ფიტნეს ცენტრის წევრი ვალდებულია ვიზიტისას თან იქონიოს კონკრეტულად სავარჯიშოდ განკუთვნილი სუფთა (სპორტული) ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ასევე რეკომენდირებულია პირსახოცი ვარჯიშისას ინვენტარზე დასაფენად
- ფიტნეს ცენტრის წევრი ვალდებულია საკუთარი ნივთები განათავსოს გამოსაცვლელ ოთახში არსებულ კარადებში და მოახდინოს მისი მოყვანა დაკეტილ მდგომარეობაში
- ფიტნეს ცენტრი პასუხს არ აგებს კლუბის წევრის მიერ დაკარგულ ფულზე, ძვირფას საგნებსა და სხვა ნივთებზე, რომლებიც შესანახად მიბარებული არ იყო ფიტნეს ცენტრის ადმინისტრაციისთვის
- ფიტნეს ცენტრის წევრი პასუხისმგებელია კლუბის წევრისთვის, როგორც მისთვის ასევე სხვისთის და ფიტნეს ცენტრისთვის მიყენებულ ზიანზე - რომელიც წარმოშვა კლუბის წევრის განზრახ ან გაუფრთხილებელმა ქმედებამ/უმოქმედობამ.
- ფიტნეს ცენტრის წევრი ვალდებულია გაუფრთხილდეს დარბაზის ინვენტარს - გამოიყენოს ის მხოლოდ დანიშნულებისამებრ/ინსტრუქციის მიხ. (ჰანტელები, ფირფიტები, სავარჯიშო მოწყობილობები, საშხაპეები, კარადები და სხვას) დაიცვას სისუფთავე და წესრიგი
- ფიტნეს ცენტრის წევრი ვალდებულია ვარჯიშის დასრულების შემდეგ ინვენტარი დააბრუნოს ადგილზე (ფირფიტები მოხსნას ღერძებიდან და ა.შ.)
- ფიტნეს ცენტრის წევრი ვალდებულია ცენტრში დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი (დაუშვებელია ხმამაღალი საუბარი, ბილწსიტყვაობა, გამოსაცვლელ სივრცეში შიშველი სიარული და ა.შ. - რაც დისკომფორტს უქმნის გარშემომყოფებს ან/და ეწინააღმდეგება ეთიკის ნორმებს)
- ფიტნეს ცენტრის წევრი ვალდებულია გაითვალისწინოს მწვრთნელის რეკომენდაციები, ასევე მიაწოდს ინფორმაცია მას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
- დაუშვებელია ფიტნეს ცენტრში არათანამშრომლის მიერ ხდებოდეს ვინმესთვის/მომხმარებლისთვის სპორტული მომსახურების გაწევა/მწვრთნელობა (თუნდაც უსასყიდლოდ), ამ ქმედებისთვის ცენტრი უფლებამოსილია გააუქმოს აბონიმენტი და მომხმარებლები შეიყვანოს შავ სიაში გაფრთხილების გარეშე (ანაზ. გარეშე).
- ფიტნეს ცენტრის წევრი ვალდებულია აერობიკის/ბოქსის/ქროსფიტის და ა.შ. სივრცეში, ჯგუფური ვარჯიშებისთვის განკუთვნილ დროში ხელი არ შეუშალოს ჯგუფურ ვარჯიშებს.
- ფიტნეს ცენტრის წევრი ვალდებულია დაიცვას ჰიგიენის ნორმები, ასევე დაუშვებელია: ცენტრში (გამოსაცლელ ოთახებში, თუ სხვაგან) საპარსი საშუალებების გამოყენება, საუნაში შხაპის მიღების გარეშე შესვლა, საუნაში შიშველი დაჯდომა, საშხაპეში და საუნაში არაშხაპისთვის განკუთვნილი ფესხსაცმლით ან/და ფეხშიშველი შესვლა, საუნის ღუმელზე წყლის დასხმა.
- ფიტნეს ცენტრის წევრი ვალდებულია ერთპიროვნულად ისარგებლოს კუთვნილი ბარათით/აბონიმენტით, საკუთარი ბარათის გადაცემა სხვისთვის (დარბაზის სარგებლობის მიზნით) ჯარიმდება 100 ლარით, ასევე ამ ქმედებისთვის ცენტრი უფლებამოსილია გააუქმოს აბონიმენტი და მომხმარებლი შეიყვანოს შავ სიაში გაფრთხილების გარეშე (ანაზ. გარეშე)
- ფიტნეს ცენტრის წევრი ვალდებულია გამოსაცვლელ ოთახში კარადებით ისარგებლოს მხოლოდ დარბაზში ყოფნის დროს. დარბაზში არსებულ გამოსაცვლელ ოთახებში კარადების მითვისება, დაკეტილის დატოვება შიგნით განთავსებული ნივთებით იმ დროს როდესაც მომხამრებელი არ სარგებლობს დარბაზით, ითვალისწინებს ჯარიმას 100 ლარის ოდენობით, კარადაში დატოვებული ნივთები არ ექვემდებარება შენახვს და ასევე ამ ქმედებისთვის ცენტრი უფლებამოსილია გააუქმოს აბონიმენტი და მომხმარებლი შეიყვანოს შავ სიაში გაფრთხილების გარეშე (ანაზ. გარეშე)
- ფიტნეს ცენტრის წევრი ვალდებულია დარბაზი დატოვოს არაუგვიანეს მისი აბონიმენტით გათვალისწინებული დროისა, რომელიც განთავსებულია კომპანიის საიტზე www.sakematafitness.ge, ასევე აღნიშნული ინფორმაცია მიწოდებულია მისთვის აბონიმენტის შეძენისას, დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 100 ლარის ოდენობით. ჯარიმის არგადახდის შემთხვევაში აბონიმენტი უქმდება (ანაზ. გარეშე), მომხმარებლი კი შედის შავ სიაში!
- ფიტნეს ცენტრის წევრი ვალდებულია დაიცვას აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული წესები, + დამატებითი სხვა წესები, რომელიც განთავსებულია ფინტენს ცენტრის ოფიციალურ საიტზე www.sakematafitness.ge, უშუალოდ დარბაზში და სხვა ხელმისაწვდომ ადგილას, მათი არდაცვა ითვალისწინებს შესაბამის ჯარიმებს და ასევე მათი დარღვევისთვის შესაძლებელია აბონიმენტის გაუქმება და მომხმარებლის შავ სიაში შეყვანა (ანაზ.გარეშე).
- ფიტნეს ცენტრი, შპს საკემატა ჯგუფი ს.ნ. 405579404, უფლებამოსილია უქმე დღეებში ან/და პროფილაქტიკის მიზნით შესაძლოა მოკლე ხნით შეწყვიტოს მომსახურება ან მისი ცალკეული სახეობა, რის შესახებაც 1 დღით ადრე შეატყობინებს (გამონაკლის შემთხვევებში იმავე დღეს, როდესაც აღნიშნული შეფერხება გამოწვეული კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით) მომხმარებლებს ნებისმიერი საკომუნიკაციო არხით - სმს, FB გვერდი, კომპანიის საიტი www.sakematafitness.ge და ა.შ.
- აბონიმენტი აქტიურდება შეძენისთანავე
- შეძენილი სერვის(ებ)ის ღირებულება დაბრუნებას არ ექვემდებარება
- ვებ-გვერდიდან აბონემენტის შეძენის შემთხვევაში (ონლაინ შეძენა/რეგისტრაცია), აბონემენტების ჯამური რაოდენობრივი ლიმიტიდან გამომდინარე ონლაინ რეგისტრაციის ფასი შეიძლება დაგიბრუნდეთ.
- 17 წლის ქვემოთ პირები დაიშვებიან მხოლოდ პერსონალური მწვრთნელის აყვანის შემთხვევაში (მხოლოდ პერსონალურ ვარჯიშებზე)
- 17 წლის პირები დაიშვებიან მხოლოდ პერსონალური პროგრამით
- 18 წლის და ზემოთ ასაკის პირები დაიშვებიან სტანდარტულად, შეზღუდვის გარეშე
ნებისმიერი წესის დარღვევის (ასევე არასწორი ინფორმაციის მოწოდების) შემთხვევაში ფიტნეს ცენტრი უფლებამოსილია გააუქმოს აბონიმენტი თანხის დაბრუნების გარეშე!
მომხმარებლის მხრიდან ნებისმიერი ტიპის არასათანადო/აგრესიული ქცევა ან/და წესების დაუმორჩილებლობა ჩაითვლება უსაფრთხოების ნორმების დარღვევად, რომელიც საფრთხეს უქმნის თანამშრომელსა თუ მომხმარებლებს და აღნიშნულის გათვალისწინებით 1. აბონემენტი გაუქმდება ანაზღაურების გარეშე 2. მოხდება მომხმარებლის შავ სიაში შეყვანა