ხშირად დასმული კითხვები

დარბაზი მუშაობს

8:00 - 23:45

 

მომხმარებლის რეგისტრაცია შესაძლებელია (აბონიმენტის შეძენა)

8:00-დან 22:00-მდე

რეგისტრაციისთვის საჭიროა მობრძანდეთ დარბაზში 8:00-დან 22:00-მდე (მიმღების სამუშაო დროს) და იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი ნებისმიერი სახის დოკუმენტი + თანხა (ან საბანკო ბარათი) აბონიმენტის შესაძენად. 

თქვენ ასევე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და შეიძინოთ აბონიმენტი ვებ-გვერდიდან Sakemata Fitness Online . გაითვალისწინეთ, რომ აბონიმენტის მთლიანი რაოდენობის გამო ონლაინ რეგისტრაციის ფასი შეიძლება დაგიბრუნოთ.

 

დარბაზში ვიზიტისას აუცილებელია თან იქონიოთ:

სავარჯიშო ფეხსაცმელები (კონკრეტულად დარბაზისთვის განკუთვნილი)

სპორტული ტანსაცმელი

სანდლები და პირსახოცი - საშხაპისთვის

პირსახოცი დარბაზისთვის (რომელსაც იყენებთ ვარჯიშისას)

მწვრთნელების კონსულტაცია და მათი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში შედის ნებისმიერი ტიპის აბონიმენტში და ასევე ერთჯერად ვიზიტში + ფიტპასის აბონიმენტშიც 

 

კონსულტაცია მოიცავს:

 

- ზოგადი კონსულტაცია/ინფორმირება და ინდივიდუალური რჩევის მიცემა

- ინფორმაციის მიწოდება, თუ რომელი ტრენაჟორი რომელი კუნთვისთვისაა განკუთვნილი

- ჩვენება/ახსნა, თუ როგორ სრულდება კონკრეტულ ტრენაჟორზე ვარჯიში

 

ინდივიდუალური პროგრამა არის ინდ.პიროვნებაზე მორგებული ვარჯიშისა და კვების პროგრამა, რომელიც ეხმარება პიროვნებას დასახული მიზნის მიღწევაში, (წონის დაკლება, წონის შენარჩუნება, მასის მომატება, ფორმების გამოკვეთა) მის შედგენამდე მწვრთნელი შეისწავლის ინდივიდუალურად პიროვნების არსებულ მდგომარეობას და სურვილებს (მიზნას)  და მხოლოდ მას მერე ხდება პროგრამის შედგენა, ინდივიდუალური პროგრამა დგება პროფესიონალი მწვრთნელების მიერ, 3 ინდ გაკვეთილით, რომლის დროსაც დგება პროგრამა

ღირებულება 30 ლ

პერსონალური ფიტნეს ასისტენტის მომსახურება გულისხმობს ნახევრად დისტანციურად პერსონალური მწვრთნელის მომსახურებას - 1 თვის ღირებულება 150 ლ
 
 
რას იღებთ ასისტენტისგან:
 
- ასისტენტი შეისწავლის თქვენს არსებულ მდომარეობას და მიზნებს, რის საფუძველზეც შეგიდგენთ თქვენზე მორგებულ სავარჯიშო და კვებით პროგრამას მიზნებიდან გამომდინარე - წონის დაკლება, წონის შენარჩუნება, მასის მომატება, ფორმების გამოკვეთა, სავარჯიშო პროგრამის შედგენა (3 ან 4 დღიანის), ხდება დარბაზში, ადგენს მწვრთნელი და გიხსნით თუ რომელი ვარჯიში როგორ უნდა შეასრულოთ
- დასახავს მოკლე და გრძელვადიან მიზნებს (პროგრამის ჭრილში)
- მოახდენს დასახული მიზნების შესრულების მონიტორინგს (ყოველკვირეულად / დისტანციურად)
- საჭიროების შემთხვევაში მოახდენს პროგრამის კორექტირებას (დინამიკიდან და ყოველკვირეული შედეგიდან გამომდინარე - დისტანციურად ან ადგილზე, საჭიროების მიხ.)
- ექნება მუდმივი კავშირი თქვენთან - გააკეთებს ყოველკვირეულ და ყოველთვიურ შეფასებას 
- მაღალი ჩათულობით დაგეხმარებათ დასახული მიზნების მიღწევაში
 
 
პერსონალური მწვრთნელის მომსახურება გულისხმობს ინდივიდუალურ მომზადებას მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ (12 ვარჯიში), ღირებულება 300 ლარიდან 
 
რას იღებთ პერსონალური მწვრთნელისგან:
 
- თქვენზე მორგებულ სავარჯიშო და კვებით პროგრამის შედგენა (მიზნებიდან გამომდინარე - წონის დაკლება, წონის შენარჩუნება, მასის მომატება, ფორმების გამოკვეთა)
- ინდივიდუალური ვარჯიშები, რომლსაც წარმართავს მწვრთნელი
- დასახული მიზნების შესრულების მონიტორინგი და მუდმივი Live უკუკავშირი 
- საჭიროების შემთხვევაში  პროგრამის კორექტირება
- მაღალი ჩათულობა რომელიც გეხმარებათ დასახული მიზნების მიღწევაში
 

მწვრთნელები მუშაობენ ყოველდღე 9:00 დან 22:00 მდე.

- მწვრთნელების კონსულტაცია და მათი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიში

- ფიტნესი - ტრენაჟორები და თავისუფალი წონები 

- კარდიო ზონა - სარბენი ბილიკები, თხილამურები და ველოსიპედები

- აერობიკა - აერობიკის ზონა

- დამატებითი- გასახდელები და საშხაპეები, ფინური საუნა

- ფიტნეს ბარი - საკვები დანამატები და სასმელები

აერობიკის ჯგუფები ხელმისაწვდომია საკემატა ფიტნესში (მისამართზე გლდანი  მუხიანის კვეთა / ა. გობრონიძის 1) კვირაში 3 დღე ორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი , ჯგუფების დროებია 11:00 / 12:00 / 13:00

 

ორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი - მწვრთნელი - ნინო კუპატაძე

 

ჯგუფები დგება ყოველი თვის დასაწყისში და   საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია

 

1 თვის ღირებულება 90 ლარი, თუ სარგებლობთ ფიტნეს აბონემენტით 50 ლარი