მიღწევები

-20 კგ

სასურველი შედეგის მიღწევისათვის ძალიან მცირე პერიოდი, სულ რაღაც 5 თვე დამჭირდა. ამ დროის განმავლობაში შევძელი ზედმეტი 20 კილოგრამის დაკლება, რის შემდეგაც კუნთოვანი მასის გაზრდაზე დავიწყე მუშაობა და შევძელი კიდეც 15 კილოგრამის მომატება კუნთის ხარჯზე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა შრომამ ის შედეგი გამოიღო, რასაც ველოდი. გაჩერებას აღარ ვაპირებ და მუდმივად პროგრესზე ვფიქრობ. ამ შედეგში ყველაზე დიდი წვლილი საკემატა ფიტნესის გლდანის ფილიალის მწვრთნელს, კახა ბიბიაშვილს მიუძღვის. სწორედ მისი შედგენილი პროგრამით მივაღწიე აღნიშნულ შედეგს. კახა იყო ჩემი მოტივატორი ამ გზის ყველა ეტაპზე და ჩემთან ერთად იზიარებდა შედეგს. უდიდესი მადლობა საკემატას და უდიდესი რეკომენდაცია კახას Kakha Bibiashvili Personal Trainer 

-35კგ

არ მეგონა ოდესმე მსგავსი სიტყვების თქმა თუ მომიწევდა, მაგრამ ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ მე ეს შევძელი ! მოტივაცია გადამდებია, ამიტომ გიზიარებთ ჩემს მიღწეულ შედეგს და ვიმედოვნებ პატარა ნაპერწკალს მაინც მივახმარ თქვენს დაუღალავ შრომას. დაახლოებით 2 წლის ისტორიაა 125 კილოდან 90 კილომდე. ჩემთვის ეს ციფრები დღემდე წარმოუდგენელია და 2 წლის წინ ეს ყველაფერი მიუღწეველ მიზანს გავდა. ბევრჯერ დავნებდი შუა გზაში, ბევრჯერ "დავიკიდე", ბევრჯერ ვუთხარი საკუთარ თავს: რა ჯანდაბად მინდა ასეთი წვალება? ვიყო 130 კილოიანი სელაპი მერე რა მოხდა? მაგრამ როცა მესამე სართულზე საკუთარ სახლში ტანჯვით დავიწყე ასვლა 22 წლის ასაკში, აი მანდ მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა.. მადლობა საკემატას მოსკოვის გამზირის ჯგუფს, ბევრი რჩევა-დარიგება მივიღე თქვენგან რაც ძალიან მეხმარება სასურველი შედეგის მიღწევაში. ვთვლი, რომ კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო საკუთარ თავზე, მაგრამ უკვე არსებული პროგრესი, რთულია არ "გავამარიაჟო" 

-50კგ

Sakemata Fitness, ჩემი შედეგის მიზეზი.

-11კგ

Sakemata Fitness-ში 3 თვეა დავდივარ და შედეგი სახეზეა.11 კგ დავიკელი 3 თვეში ყველაზე მთავარია რომ ეს პროცესი იყო მარტივი ჩემთვის, რადგან რჩევები პროფესიონალებისგან მოდიოდა და ამასთან გარემო რომელიც Sakemata–შია უთბილესია! ჩემი შედეგი მხოლოდ იმ მიზნების დასაწყისია რაც წინ მაქვს, საკემატა ფიტნესთან ერთად!

-33კგ

წლების განმავლობაში ვცდილობდი წონის დაკლებას,მაგრამდაკლებული რამდენიმე კილოს შემდეგ კვლავ ჩვეულ წონას ვუბრუნდებოდი... კვლავ მორიგ დიეტაზე მყოფმა გავიგე Sakemata Fitness-ის არსებიბის შესახებ. ის დღე არასოდეს დამავიწყდება როდესაც საკემატას კარი შევაღე სადაც ისეთი პროფესიონალთა გუნდი დამხვდა რომლებმაც გაითავისეს ჩემი პრობლემა და დმპირდნენ რომ თუ ზუსტად შევასრულებდი მათ მიერ შემოთავაზებულ კვებისა და ფიზიკური დატვირთვის რეჟიმს სასურველ შედეგს მივაღწევდი. სწორედ მათ დამაკლებინეს 33 კილო! დღეს მე თავდაჯერებული დავდივარ ქუჩაში, ამისთვის დიდი მადლობა Sakemata Fitness-ს, მათ მწვრთნელ ნატას და იქ მომუშავე თითოეულ ადამიანს, ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან! მიყვარხართ

-32კგ

სიამაყის განცდა გეუფლება, როდესაც სასურველ შედეგს აღწევ პ.ს სწორი და შედეგზე ორიენტირებული მითითებებისთვის მადლობა ჩემს მწვრთნელს 

-10კგ

არ ვიცი საიდან დავიწყო და როგორ გადავუხადო მადლობა Sakemata Fitness-ს და მის ძალიან მაგარ მწვრთნელ ნატას, რომლის წყალობითაც მე ძალიან შევიცვალე! 1 თვეში მე დავინახე დიდი სხვაობა სწორ კვებასა და უაზრო დიეტებს შორის, რომლითაც შედეს ვერ ვინარჩუნებდი. დიდი მადლობა Sakemata Fitness-ს რომ გვაძლევს სტიმულს და გვიქმნის პოზიტიურ გარემოს, იმისათვის რომ ჩვენ კარგად ვიგრძნოთ თავი და არ დავნებდეთ!