-35 კგ

არც მეგონა ოდესმე მსგავსი სიტყვების თქმა თუ მომიწევდა, მაგრამ ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ მე ეს შევძელი ! მოტივაცია გადამდებია, ამიტომ გიზიარებთ ჩემს მიღწეულ შედეგს და ვიმედოვნებ პატარა ნაპერწკალს მაინც მივახმარ თქვენს დაუღალავ შრომას. დაახლოებით 2 წლის ისტორიაა 125 კილოდან 90 კილომდე. ჩემთვის ეს ციფრები დღემდე წარმოუდგენელია და 2 წლის წინ ეს ყველაფერი მიუღწეველ მიზანს გავდა. ბევრჯერ დავნებდი შუა გზაში, ბევრჯერ "დავიკიდე", ბევრჯერ ვუთხარი საკუთარ თავს: რა ჯანდაბად მინდა ასეთი წვალება? ვიყო 130 კილოიანი სელაპი მერე რა მოხდა? მაგრამ როცა მესამე სართულზე საკუთარ სახლში ტანჯვით დავიწყე ასვლა 22 წლის ასაკში, აი მანდ მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა.. მადლობა საკემატას მოსკოვის გამზირის ჯგუფს, ბევრი რჩევა-დარიგება მივიღე თქვენგან რაც ძალიან მეხმარება სასურველი შედეგის მიღწევაში. ვთვლი, რომ კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო საკუთარ თავზე, მაგრამ უკვე არსებული პროგრესი, რთულია არ "გავამარიაჟო" </div>
	<div class=