-20 კგ

სასურველი შედეგის მიღწევისათვის ძალიან მცირე პერიოდი, სულ რაღაც 5 თვე დამჭირდა.
ამ დროის განმავლობაში შევძელი ზედმეტი 20 კილოგრამის დაკლება, რის შემდეგაც კუნთოვანი მასის გაზრდაზე დავიწყე მუშაობა და შევძელი კიდეც 15 კილოგრამის მომატება კუნთის ხარჯზე.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა შრომამ ის შედეგი გამოიღო, რასაც ველოდი. გაჩერებას აღარ ვაპირებ და მუდმივად პროგრესზე ვფიქრობ.
ამ შედეგში ყველაზე დიდი წვლილი საკემატა ფიტნესის გლდანის ფილიალის მწვრთნელს, კახა ბიბიაშვილს მიუძღვის. სწორედ მისი შედგენილი პროგრამით მივაღწიე აღნიშნულ შედეგს. კახა იყო ჩემი მოტივატორი ამ გზის ყველა ეტაპზე და ჩემთან ერთად იზიარებდა შედეგს. უდიდესი მადლობა საკემატას და უდიდესი რეკომენდაცია კახას.