რამდენიმე სახის საკვები, რომელიც დაგეხმარებათ წონის დაკლებაში

თევზი

თევზი დიდი რაოდენობით შეიცავს ომეგა 3-ის ცხიმებს, რომლებიც ერთ-ერთ საუკეთესო და ბუნებრივ ცხიმის მწველად ითვლება. ისეთი თევზის სახეობები როგორიცაა - ორაგული, სკუმბრია, ნოტოტენია - შეიცავს დიდი რაოდენობით თევზის ქონს და ცილას.

რძე

რძის შემადგენლობაში შედის კალციუმი, მინერალი რომელიც დიდ როლს თამაშობს წონის კლებაში. როგორც კვლევები მოწმობს ადამიანები, რომლებიც იღებდნენ კალციუმით მდიდარ საკვებს გაცილებით უფრო ადვილად იკლებდნენ წონაში.

მწვანე ჩაი

მწვანე ჩაის მიღება ხელს უშლის სხეულში ცხიმის დაგროვებას და წვავს ბევრ კალორიას სხეულში ტემპერატურის ზრდის ხარჯზე. მწვანე ჩაი შეიცავს კოფეინს, რომელიც ყოველ 100 მილიგრამზე დამატებით 10 კალორიის დაწვაში გეხმარებათ.

გამოიყენე ცოდნა სხეულის გასაძლიერებლად.