როგორ მოვიშოროთ ცელულიტი

ცელულიტის ძირითადად ყალიბდება ჰორმონალური დისბალანსის დროს. მის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს არასწორი კვება, უმოძრაო ცხოვრების წესი და მავნე ჩვევები.

მოიყვანე კუნთები ტონუსში

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ აწუხებთ ქალებს ცელულიტი არის ის, რომ მათი კუნთები მოდუნებულია და ასეთ ადგილებში ადვილად ჩნდება ცხიმის გროვები. წონებით ვარჯიში დაგეხმარებათ პრობლემატური ადგილებიდან ცელულიტის მოშორებაში და სხეულს ლამაზ ფორმებს მისცემს.

მიიღე ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი საკვები

ცელულიტებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი ისეთი რაციონის შერჩევაა, რომელშიც საკმარისად იქნება ვიტამინები და მინერალები. ვიტამინებიდან ცელულიტის შესამცირებლად ყველაზე ეფექტურია C და E ვიტამინები. მათი მიღება შეგიძლიათ კვერცხისგან და მცენარეული ზეთისგან.

კოლაგენის ეფექტი

კოლაგენი არის ბოჭკო, რომელიც კანს ელასტიურს და მკვრივს ხდის. ასაკის მატებასთან ერთად კოლაგენი იწყებს დაშლას, რაც ცელულიტის წარმოქმნას იწვევს. იმისათვის, რომ ეს პროცესი თავიდან ავირიდოთ აუცილებელია ორგანიზმმა მიიღოს საკმარისი რაოდენობით ცხოველური და მცენარეული ცილები.