აერობიკა

რატომ არის აერობიკა საუკეთესო ჯანმრთელობისთვის?
 
- აერობიკის დროს სისხლი დიდი რაოდენობით მიეწოდება გულს, ამიტომაც გული უკეთესად მუშაობს, იზრდება ჰემოგლობინის და ჟანგბადის დონე ორგანიზმში.
- აერობიკის უმნიშვნელოვანესი ეფექტია ის , რომ მცირდება ორგანიზმში ქოლესტეროლის დონე.
- აერობიკული ვარჯიშები კუნთებს ეხმარება მუდამ ტონუსში ყოფნაში და ასევე ხელს უწყობს სხეულის ფორმირებას.
- აერობიკული ვარჯიშები აუმჯობესებს განწყობას და იზრდება თვითშეფასება, აერობიკა საუკეთესო მკურნალია დეპრესიის, რადგანაც აერობიკული ვარჯიშებისას გამოიყოფა ნივთიერება ენდორფინი, რომელიც ტვინზე ზემოქმედებით ამცირებს სტრესს.
- აერობიკული ვარჯიშები სერიოზულ ზეგავლენას ახდენს ტვინის მუშაობაზე. აერობიკისას ტვინის უჯრედები აქტიურდება, რადგანაც ამ დროს სხეულიდან ტვინს და ტვინიდან სხეულს მრავალი სიგნალი მიეწოდება.