რატომ ვერ იკლებთ წონაში?

რატომ ვერ იკლებთ წონაში?

არასწორად შერჩეული საკვები

უმთავრესი შეცდომა, რომელსაც დიეტის შერჩევისას უშვებენ არის ის, რომ ანულებენ ცხიმების რაოდენობას და მაქსიმალურად ამცირებენ ნახშირწყლებს, ასეთი დიეტა კი დიდ სტრესში აგდებს ორგანიზმს და ძალიან ანელებს მეტაბოლიზმს, რაც თითქმის გამორიცხავს წონის კლებას. უმრავლეს შემთხვევაში სჯობს, რომ თქვენი რაციონის 40% ცილისგან, 40% ნახშირწყლებისგან და 20% ცხიმებისგან შედგებოდეს.

დაბალ-ინტენსიური ვარჯიში

თუ გსურთ წონაში კლება უნდა ეცადოთ, რომ მაქსიმალურად შეამციროთ მისვლებს შორის შესვენების დრო და თქვენი შესაძლებლობების შესაბამისად აწიოთ მძიმე წონები. ქალები ფიქრობენ, რომ მძიმე წონები, მათ კუნთებს გაუზრდით და მამაკაცურად აქცევთ, რეალურად კი ქალის ორგანიზმს ბუნებრივად არ შეუძლია ტესტესტერონის იმ დონეზე გამომუშავება, რომ საგრძნობლად მოიმატოს კუნთის მასა. წონებით ვარჯიში კარდიოსგან განსხვავებით, მთელი დღის განმავლობაში ეხმარება ორგანიზმს კალორიების წვაში.

გაზიანი და ალკოჰოლური სასმელები

გაზიანი სასმელები დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, რომელსაც ორგანიზმი ვერ ითვისებს და ცხიმად გარდაქმნის. გაზიანი სასმელები უარყოფითად მოქმედებს ინსულინზეც, რაც დიაბეტის რისკაც ზრდის. ალკოჰოლური სასმელები გარდა იმისა, რომ უდიდეს ზიანს აყენებს ორგანიზმს, ძალიან მაღალ-კალორიულია და წონის მომატების ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად ითვლება.